განაჩენი ზვიად რატიანის საქმეზე

09 ოქტომბერი 2025, 19:55 121 ნახვა

სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ პოეტს, ზვიად რატიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა და აღნიშნული ბრალის მიხედვით ცნო დამნაშავედ.

მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განმარტებით, სასჯელმა მიზანი უნდა შეასრულოს, ამიტომ ჯარიმა „არაპროპორციული იქნებოდა“.

რატიანის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე