ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ“ ხელშეკრულება განკარგულებით დაამტკიცა.
შეთანხმებით საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ნაწილის განხორციელება დელეგირებით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში გადაინაცვლებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე