ბაჩო ახალია გამოკითხვაზე იმყოფება

10 ოქტომბერი 2025, 19:48 128 ნახვა

ბაჩო ახალაიას შემდეგ გამოკითხვაზე მის მეუღლეს ანი ნადარეიშვილს ელოდებიან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე წერს რომ ის სუსშია დაბარებული.

თავად ბაჩო ახალაია, კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე უკვე 7 საათია იმყოფება, სადაც ის შეუძლოდ გახდა.

უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ყოფილი მაღალჩინოსანი  უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნითა და მოწმის სახით გამოსაკითხად  დაიბარეს.

კრიმინალურ პოლიციაში შესვლამდე ახალაიამ თქვა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა არ არის ჯერ დადასტურებული და რომელშიც  სავარაუდოდ, დაკავებული პაატა ბურჭულაძის სახელიც ფიგურირებს ფალსიფიცირებულია. ის ამბობს, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან  შემხებლობა არ აქვს.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე