შევხედრა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან

11 ოქტომბერი 2025, 11:51 103 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს შეხვდა.  უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი ყოველდღიური შრომა და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში.

მათივე ინფორმაციით, გეკა გელაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში