„ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი

14 ოქტომბერი 2025, 12:01 105 ნახვა

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს მაშინ კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება.  

უფრო კონკრეტულად კი ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებში, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობებს, იქნება ეს სახელმწიფო-პოლიტიკური თუ პოლიტიკური, ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.    

აკრძალვებს შორისაა   ნებისმიერი პარტიის წევრობა, შიდაპარტიულ სტრუქტურებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება. დაუშვებელი იქნება ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა.   

კონსტიტუციის დაცვით მოქმედ პარტიებს კი მოუწევთ, თავი შეიკავონ ამგვარ პირებთან რაიმე ფორმით პოლიტიკურ-სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისგან.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ქართული ოცნებისგან ნებისმიერი სცენარი მოსალოდნელია.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში