შეზღუდვა პუშკინის ქუჩაზე

15 ოქტომბერი 2025, 14:15 122 ნახვა

ხვალიდან, ორი თვის განმავლობაში, პუშკინის ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზი - საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემა. შეზღუდვის პერიოდში დროებით შეიცვლება №11 სამარშრუტო ხაზის სქემა: წერეთლის ქუჩა - შავშეთის ქუჩა - პუშკინის ქუჩა - სოხუმის ქუჩა - შაფათავას ქუჩა - შავშეთის ქუჩა.

უკუმიმართულებით გადაადგილება უცვლელად შენარჩუნდება.

აღნიშნული სამუშაოები  სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში