საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ზომა სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში, ამ დროისთვის ჩვენ ვერ შევძელით მათი მიღება, რადგან მათ ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს. კალასის თქმით, ევროკომისია მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც შესაძლებლობას გახდის, გაუქმდეს უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე