ქვემო ქართლის პოლიციამ წარსულში ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

21 ოქტომბერი 2025, 09:48 105 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ძებნილი - 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსჯავრდებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ, 2024 წლიდან  იძებნებოდა. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს.

მსჯავრდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე