პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" მიმართვა გერმანიის მთავრობას და პეტერ ფიშერის გაწვევის საკითხი 

22 ოქტომბერი 2025, 14:30 118 ნახვა

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის წევრები გერმანიის მთავრობას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავენ. ინფორმაცია ამის შესახებ ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციას სურს, გაარკვიოს საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ პირდაპირ ან ირიბ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან 2020 წლიდან.

ამასთან, ფრაქციის წევრები ინტერესდებიან, რა მიზნით ხორციელდებოდა ეს მხარდაჭერა, რა თანხები დაიხარჯა და რა პროექტები განხორციელდა.  მანამდე კი პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურ მთავრობას კითხვებით მიმართა. 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე