“ბიბისის“ სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს - პრემიერი

52 წუთის წინ 83 ნახვა

სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტი, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ – „ბიბისიმ“ გაავრცელა, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ ტყუილის გავრცელებაში მონაწილეობდნენ.

„სპეცსამსახურების სქემები როგორ მუშაობს ყველამ კარგად იცის. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში როგორ მუშავდებოდა ეს სქემები, როგორ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მაგალითი იყო რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, აქ ყველაფერი ისედაც ხელის გულზე დევს, უბრალოდ ახალი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ, რომ სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტიც, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ – „ბიბისიმ“ გაავრცელა. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკაც შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად, როგორი იყო მიმართვიანობის სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, „ფეიქი“, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მათ შორის, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. დანარჩენი ყველაფერი არის აბსურდი. ყველამ გაიგო, რომ 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა არის ეს ნივთიერება, რა იყო ეს ნივთიერება არ ვიცი, ამაზე ალბათ ისაუბრებს გამოძიება, თუმცა, კიდევ ერთხელ სასკანდალო აქ არაფერია. ორი სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა 2007 წელს და 2009 წელს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა 2007, 2008, 2009, 2010 წლებში. ასევე შემდეგ 2019-2020 წლებში გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში. სასკანდალო აღარაფერი აღარ დარჩა. გამოძიება კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს, მაგრამ თქვენთვის სასკანდალო აღარაფერი აღარ არის, მით უმეტეს რომ ეს ნივთიერება შეძენილი იქნა თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა „ბიბისი“ ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში