არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს ათამდე ადამიანი დააკავეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მაია ბოკერია, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.
დაკავების სავარაუდო მიზეზად რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სახელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.