ვაშინგტონი რუსეთისთვის დამატებით სანქციებს აანონსებს

25 ოქტომბერი 2025, 20:01 129 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოამზადა დამატებითი სანქციები, რომლებიც შესაძლოა რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორების მიმართ გამოიყენონ, თუ პუტინი კვლავ გააგრძელებს უკრაინაში ომის დასრულების გაჭიანურებას - ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის მიერ მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი, შესაძლოა, შეეხოს რუსეთის საბანკო სექტორს და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება რუსული ნავთობის ბაზარზე გასატანად.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს ასევე აცნობეს, რომ აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას კიევისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად. გარდა ამისა, „როიტერი“ წერს, რომ ვაშინგტონში ასევე განიხილავენ აშშ-ში არსებული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე