ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

27 ოქტომბერი 2025, 11:54 121 ნახვა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში  არ მიიღებს მონაწილეობას,  თავშეკავების მიზეზები პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა წერილში, რომლითაც ლევან მახაშვილმა   ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას მიმართა.   
ლევან მახაშვილის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. 
მიაჩნია,რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის,    მტრული რიტორიკა და ნაბიჯები ეწინააღმდეგება პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს და რომ  სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, საქართველოში ახალისებდა საზოგადოებრივ არეულობას, რადიკალიზაციასა და ძალადობას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე