მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელს მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სკოლის სააქტო დარბაზში ტაშით შეხვდნენ. ამ ჟესტით კოლეგა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მუსიკის პედაგოგს, მაგდანა მათითაიშვილს მადლობა გადაუხადეს და საპატიო ჯილდოს მიღება მიულოცეს.
შეხვედრის დასასრულს, მაგდანა მათითაიშვილმა მოსწავლეებთან ერთად პერფორმანსი მოაწყო.
,,ქაღალდების აქტივობა’’ ერთ-ერთი გამოგონებაა, რომელიც პედაგოგი სასწავლო პროცესში იყენებს. მუსიკალური გაფორმებისთვის ფრანგი კომპოზიტორის ჟორჟ ბიზეს - ოპერა კარმენიდან იუვერტიურა გამოიყენეს.
განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაესცა - მათ შორის ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი და დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი თეიმურაზ დავითაძეა.