2024 წლის ივნისში ბრიუსელმა ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით, თავად შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას - პაპუაშვილი

07 ნოემბერი 2025, 14:44 156 ნახვა

ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, პროპაგანდით, მაგრამ პროპაგანდას შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ დეზინფორმაცია და პროპაგანდა მას შემდეგ დაიწყო, რაც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანამ უარი თქვა, სხვების გეოპოლიტიკურ თამაშში ჩართულიყო.

„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდის, რადგან ქვეყანა არ აჰყვა მოწოდებებს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვების გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყოს ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე, 2024 წლის ივნისში, ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით, შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, პროპაგანდით. მაგრამ პროპაგანდას შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. არსებული ინფორმაციით,  2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე