ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი, რა ტექსტებით საუბრობს, ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია, ძალაუფლებაა, თორემ უარესს გააკეთებდა - პრეზიდენტი

07 ნოემბერი 2025, 15:09 80 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ადამიანებს სიცოცხლეს ართმევდა, არაერთი ადამიანი პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში ძალადობით იჭრებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ფესიბუქსტატუსიც იმის დასტურია, რომ ამ ძალის დამოკიდებულება ადამიანების მიმართა არ შეცვლილა.

„ხომ ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებს, რა ტექსტებით საუბრობს. ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია, ძალაუფლებაა, თორემ უფრო უარესს გააკეთებდა. დღეს ის საქართველოს სათავეში რომ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ? პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებს და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა, იმის ნაცვლად, ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც გაეზიარებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეხადა იმ ოჯახებისთვის, ვისი წევრებიც პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს. ესენი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფაშისტები. როცა შენ რაღაც ნიშნით ყოფ ადამიანს და ეუბნები, რომ ამათთან ჩვენ საერთო ვერ გვექნება, ხომ ხედავთ, როგორ ფიქრობს ეს ადამიანი და რა ღირებულებებით არსებობს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა და, დასძინა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა.

„თუ დააკვირდებით, სინანულსაც კი გამოთქვამენ, როგორ არ ჩახოცეს ოპოზიცია და ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ იყო. სენატორი ჯინ შაჰინი ახსენეთ. ვითომ დემოკრატები, ვითომ სამართლიანობაზე და ევროკავშირზე რომ საუბრობენ, ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა, ჩვენ ვაიძულეთ, ჩვენ ვუთხარით სააკაშვილს, რომ გადამდგარიყოო. ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში მაშინდელი ოპოზიციის გამარჯვება. ამის ავტორი იყო და ვერ უარყოფს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე