31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს

15 ნოემბერი 2025, 12:15 98 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს. ღონისძიება სენაკში, 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე გაიმართა. სამხედროებმა სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელებიც მიიღეს. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა. სამხედროები დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გააგრძელებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე