უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დაიწყო.
სწავლებაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მიმართა.
კრწანისის პარალელურად, „დიდგორი 2025“-ის გახსნის ცერემონია სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზეც გაიმართა.
„დიდგორი 2025“ ეროვნული - სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც მხარდაჭერილია კომპიუტერული სისტემებით.
სწავლების მიზანია კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწა.