ეუთო/ოდირის განცხადება - შეფასებები

15 ნოემბერი 2025, 15:20 104 ნახვა

ეუთო-ოდირის განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. მოსაზრება, რომელიც მმართველი გუნდის მიერ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება და მის გაუქმებას ითხოვს, ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგ ჩარევად მიიჩნევა ხელისუფლებისთვის. საუბარია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციაზე, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, განმეორების შემთხვევაში კი ბრალდებულს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეუთო/ოდირის შეფასებით, ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე