კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გეგმები-ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი იმსჯელებს. ღონისძიებას პირველად ისტორიაში არა საფრანგეთი, არამედ უზბეკეთი, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს. ღონისძიებას ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ესწრება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            