პოპულარული ამერიკული ღვინის შოუს სიუჟეტი ქართული ღვინის შესახებ

24 ნოემბერი 2025, 11:04 70 ნახვა

ქართული ღვინის 8 ათასწლიან ისტორია, საქართველოს ტრადიციები და კულტურა - ეს ყველაფერი თავმოყრილია სიუჟეტში, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ - „V is for Vino“-მ  მოამზადა. სიუჟეტს ქართული ღვინის შესახებ ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გასამყარებლად.  

გადამღები ჯგუფის წევრები, საქართველოში აპრილში იმყოფებოდნენ და სხვადასხვა კუთხეში ღვინის მარნები ნახეს. გეტყვით, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. 

ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN და „The New York Times”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია