ხულოს სოციალურ სახლში ფართების მისაღებად განცხადებების მიღება მიმდინარეობს

09 ივლისი 2017, 00:00 2624 ნახვა

ხულოში, ვაშლოვანის სოციალურ სახლში ფართების მისაღებად, ბენეფიციართა განცხადებების მიღება გრძელდება. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ პირველ ეტაპზე შესული განცხადებების განხილვა დაასრულა.

შერჩეულია 57 ბენეფიციარი, რომლებიც ბინებით დაკმაყოფილდებიან. ნოდარ მიქელაძის განმარტებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ეკომიგრანტებს შეუძლიათ, ბინების მისაღებად გამგეობის სპეციალურ კომისიას 14 ივლისამდე მიმართონ. ხულოში, 72 ბინიანი საცხოვრებელ კომპლექსის აშენებისთვის 3 მილიონ 814 ათას 464 ლარი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში