სელიმობა

09 ივლისი 2017, 00:00 1975 ნახვა

სახალხო ზეიმი სელიმობა აღნიშნეს ხულოში. ადგილობრივებმა სხალთაში, სელიმ ხიმშიაშვილის შვილის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. მუზეუმში ფოტო მასალა და ყველა ჩანაწერი ინახება, რომელიც ხიმშიაშვილებს უკავშირდება.

სხალთის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში, სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა პარაკლისი ჩაატარა. სელიმობას აჭარის მაღალმთიანეთში 2006 წლიდან, წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში