დაშავებული სამხედრო საავადმყოფოდან გაწერეს 

12 სექტემბერი 2017, 00:00 1956 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში აფეთქებისას დაშავებული ქართველის ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ზაურ კომახიძე ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს. მას მხოლოდ თავის ტკივილი აქვს, სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნება.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ კომახიძე დაშავდა.

ამავე კატეგორიაში