ვითარება ლვოვში

12 სექტემბერი 2017, 00:00 2241 ნახვა

ლვოვში მდებარე სასტუმროში "ლეოპოლისი", სადაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პოლიცია და მესაზღვრეები შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, პოლიცია სააკაშვილთან მივიდა, რათა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გააცნონ. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.

ამავე კატეგორიაში