შეხვედრა გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებლებთან

14 სექტემბერი 2017, 00:00 1306 ნახვა

შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას სახალხო დამცველი შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. სოფელ ჯარიაშენის, გუგუტიანთკარისა და პერევის მცხოვრებლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ოკუპაციის შედეგად გამოწვეულ სოციალური გაჭირვებას უჩივიან.

მძიმე ტვირთად აწევთ გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში დაკავებები. სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად.

ამავე კატეგორიაში