შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველო 15 წლის დაჩი ცენტერაძეს ეძებს

19 სექტემბერი 2017, 00:00 2431 ნახვა

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველო 15 წლის დაჩი ცენტერაძეს ეძებს. უწყების მიერ მოწოდებული ინფრომაციით,  მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. იგი დაახლოებით მეტრი და 65 სანტიმეტრის სიმაღლისაა, შავი თმებით და თაფლისფერი თვალებით. სახლიდან გავსლისას ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის მოკლე შარვალი, თეთრი მაისური, ნაცრისფერი პიჯაკი და სპორტული ფეხსაცმელი. ნებისმიერ სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე. 591 11 36 17 .

ამავე კატეგორიაში