ცესკოს სამართალდარღვევათა ოქმები 

26 სექტემბერი 2017, 00:00 2698 ნახვა

აკრძალული აგიტაცია აკრძალულ შენობასა და ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე – ბათუმისა და შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიებმა, დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე, სხეფის სკოლის პედაგოგსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელს საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდგინა. პირველ შემთხვევაში პედაგოგმა “ქართული ოცნების” დროშებით ხელში პირველკლასელებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, მეორე შემთხვევაში კი სამინისტრომ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე მმართველი პარტიის წარდგენის ფოტოები განათავსა. ოქმები სასამართლოს გადაეგზავნა, მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ დაჯარიმდებიან თუ არა დამრღვევი პირები.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში