ჯერ  ისევ  ჩახერგილი  გზები  

30 სექტემბერი 2017, 00:00 2109 ნახვა

ქობულეთში  სტიქიის შედეგად დამეწყრილი  შიდა გზები 19 მიმართულებით იწმინდება. ადგილობრივები  დროულ დახმარებას ითხოვენ რადგან საცხოვრებლებთან მისასვლელი ტერიტორია კვლავ ჩახერგილია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილზე მიწის გაშრობამდე  ტექნიკის მუშაობა საშიში იყო ამიტომ  გაწმენდითი  სამუშაოები  მთლიანად რამდენიმე დღეში დასრულდება.  

ცხელ ხაზზე დამეწყრილი სახლების შესახებ  შემოსული 100-მდე შეტყობინებიდან 60 მდე  ტერიტორია უკვე  შეამოწმეს  გეოლოგიურმა ჯგუფებმა, წინასწარი ვარაუდით  უმეტეს  ნაწილს ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დასჭირდება, თუმცა საბოლოო დასკვნა  ჯერ  ცნობილი არ არის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში