დაჯარიმდება თუ არა აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი 2 ათასი ლარით

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2761 ნახვა

დაჯარიმდება თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი 2 ათასი ლარით, ცოტა ხანში გაირკვევა. საქმის განხილვა  ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ სამართალდამრღვევის ოქმი 26 სექტემბერს შეადგინა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უწყების თანამშრომელს ფინანსური სანქცია დაეკისროს.

საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ცესკოს საჩივრით სამართლიანმა არჩევნებმა მიმართა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა და  უწყების  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ბათუმში, მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები გამოაქვეყნა.  მთავართან უწყების თანამშრომელი ირწმუნებოდა, რომ ფოტო მასალის განთავსების დროს ტექნიკური შეცდომა მოხდა და მისი ატვირთვა   პირად გვერდზე სურდა. 

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში