რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ქუთაისიდან ახალი ავიარეისები შესრულდება

06 ოქტომბერი 2017, 00:00 3876 ნახვა

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair-ი  ქუთაისიდან რეისებს კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით შეასრულებს. გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით, ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს. რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება. Wizzair -ი ასევე  რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე აორმაგებს.

დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით - ასე შეაფასა  გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო.

ამავე კატეგორიაში