ნიადაგის მსოფლიო დღე

05 დეკემბერი 2025, 10:19 59 ნახვა

საქართველო ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. „ჯანსაღი ნიადაგი - ჯანსაღი ქალაქებისთვის“, - ასეთია 2025 წლის ნიადაგის მსოფლიო დღის გზავნილი, რომელიც ყურადღებას ურბანულ გარემოში ნიადაგის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიზანი  საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდაა.  ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ფოტოკონკურსის „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“ - გამარჯვებულები.

ნიადაგის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში