ბათუმში დაჭრილი ორი პირიდან, ერთმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა

08 ოქტომბერი 2017, 00:00 5025 ნახვა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს ორივე ფეხზე ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს ის  რეფერალური საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.

არსებული ინფორმაციით, ორივე დაჭრილი სამშენებლო კომპანიის მფლობელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებამ ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზე დააკა.

ამავე კატეგორიაში