შსს ’’დაკავების დროს, მამაკაცი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა’’

25 ოქტომბერი 2017, 00:00 4183 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. განცხდებაში ნათქვამია, რომ თბილისში, მამაკაცი დაკავების დროს გარდაიცვალა. 

შემთხვევა დღეს, 25 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: " თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება" - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

ამავე კატეგორიაში