სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

04 ნოემბერი 2017, 00:00 2416 ნახვა

ოპოზიციური პარტიების მიერ ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებასა და შედეგების გაუქმებას ითხოვდა.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ არჩევნების დროს ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას ჰქონდა ადგილი, რამაც არჩევნებზე იძულებით მისვლა გამოიწვია. არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში