ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა

07 ნოემბერი 2025, 17:46 195 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სამართალდამცავს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს და „ბუპრენორფინს“.

სამართალდამცავებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე