შუახევის ბიუჯეტი

18 ნოემბერი 2017, 00:00 2692 ნახვა

შუახევის მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 314 ათასი ლარია. აქაც პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურაა,  რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონამდეა გათვალისწინებული. თანხის ძირითადი ნაწილი წყალსადენისა და ბაგა-ბაღების მშენებლობას მოხმარდება. არ გაზრდილა ადმინისტრაციული ხარჯები, რაც გასული წლის მსგავსად, მილიონ 70 ათას ლარს შეადგენს.

მერიაში დაფინანსებას, მუნიციპალური განვითარების ფონდიდანაც ელოდებიან. 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში გადაგზავნილია, დოკუმენტზე,  ახალი მოწვევის საკრებულო იმსჯელებს და 25 ნოემბრამდე მერიას დაუბრუნებს.

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში