ხელვაჩაურის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა  ხვალ  15  საათზე დაიწყება

19 ნოემბერი 2017, 00:00 2134 ნახვა

ხელვაჩაურის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა  ხვალ  15  საათზე დაიწყება. სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის და ის არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი  სხდომას  საკრებულოს უხუცესი წევრი ვახტანგ შამილაძე წარუძღვება.

ხვალვე   აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებსაც. 26 წევრიან საკრებულოში   „ქართულ ოცნებას“   17 დეპუტატი  ეყოლება.  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6, „პატრიოტთა ალიანს“ 2 და  „ევროპული საქართველო“ ერთი მანდატით იქნება წარმოდგენილი.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში