დეპუტატები 4 წლიან მუშაობას აფასებენ

25 ივნისი 2016, 00:00 2682 ნახვა

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა. სავარაუდოდ კანონმდებლები ზაფხულში რიგგარეშე სხდომებს გამართავენ. საშემოდგომო სესია კი სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება. საარჩევნო კანონი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შესვენებას ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდის წევრები გამონაკლის შემთხვევბზე საუბრობენ. მერვე მოწვევის პარლამენტმა 1500 კანონი, 7 განცხადება, 5 რეზოლუცია, 1 დეკლარაცია და 1 მიმართვა მიიღო. 7 კანონის ინიციატორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დეპუტატები განვლილ 4 წელს და გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი