რესპირაციულ ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

25 ივნისი 2016, 00:00 2666 ნახვა

საქართველოს რესპირაციულ ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ორგანიზაციას თამაზ მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს. ის გაერთიანების პრეზიდენტად დღეს ბათუმში მიმდინარე სამედიცინო კონგრესის დასკვნით საღამოზე აირჩიეს. საქართველოს რესპირაციული ასოციაცია 2004 წელს შეიქმნა. იგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალური პრემიის მფლობელია. აქვს რეგიონული ორგანიზაციები და წლის განმავლობაში რამდენიმე სამედცინო შეხვედრას მართავს. 3 წელიწადში ერთხელ კი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში