ოთხი წელი დახმარების მოლოდინში

16 იანვარი 2018, 00:00 4422 ნახვა

ახალშენში მცხოვრები აფხაზავების 7 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით,  4 წელია საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესები ვითარდება, რამაც მათი თქმით, სახლს ბზარები გაუჩინა.

ამასთან აცხადებენ, რომ უხვი ნალექის დროს მდინარე კალაპოტიდან გადმოდის, რის გამოც საცხოვრებლის დატოვება უხდებათ. ამბობენ, რომ  ხელვაჩაურის მერიას დამეწყრილ ტერიტორიაზე გაბიონის მოწყობის თხოვნით არაერთხელ მიმართეს  თუმცა უშედეგოდ.

თვითმმარველობაში აცხადებენ, რომ  შესაბამისი პროექტი მზადაა და ფერდსამაგრი სამუშაოები წელს გათვალისწინებულია. ადგილზე იმყოფებოდნენ პარტია ,,ევროპული საქართველოს” წევრებიც. 

ამავე კატეგორიაში