სტიქიის პირველადი მონაცემები

01 ივლისი 2016, 00:00 2063 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში 58 ათას ლარის ზარალი მიაყენა სტიქიამ გამგეობის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურას,  რაც შეეხება გზებს, აქ დაახლოებით 600 ათასი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული, აღნიშნული მონაცემები ზარალის დამთვლელი კომისიის პირველადი მონაცემებია. ზარალის დათვლა და ლიკვიდაცია კვლავ გრძელდება. დღეს ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის კიდევ ერთი კერა აღმოაჩინეს, სოფელ ნამონასტრევში გურამ თურმანიძის მისასვლელ სახლთან საავტომობილო ხიდი და გზაა წაღებულია, რის გამოც ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მეწყრული პროცესების შედეგად ტერიტორიები სოფელ გეგელიძეებსა და წონიარისში ამ დროისთვის გაწმენდილია.

ამავე კატეგორიაში