ნაციონალური მოძრაობა ტურისტების ნაკადის შემცირებაზე საუბრობს

26 მარტი 2018, 00:00 2176 ნახვა

რეგიონში ტურისტების შემოსვლის შემცირებაზე საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. სოლომონ ბაჯელიძე ირწმუნება, რომ სარეკლამო კამპანიებისთვის მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად 2012 წლიდან გასულ წლამდე 100 ათასით შემცირდა ტურისტთა რაოდენობა. ინფორმაციას ოპოზიცია უწყებიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ბრალდებებს ტურიზმის დეპარტამენტში უპასუხეს. სულხან ღლონტი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია რომელზე დაყრდნობითაც განცხადება გააკეთდა, არასწორადაა აღქმული და მოიცავს მხოლოდ რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებს. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებლი რეისებიდანაც დასტურდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში