ენმ ნეპოტიზმის  შემთხვევებზე  საუბრობს

16 აპრილი 2018, 00:00 1994 ნახვა

მირდატ ქამადაძე შპს ‘’ბათუმის წყალში’’ კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნებზე საუბრობს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ კომპანიის დირექტორს ფინანსურ მენეჯერად საკუთარი დისშვილი, ხოლო ტექნიკურ დირექტორად - ძმისშვილი ჰყავს დანიშნული. მირდატ ქამადაძის თქმით, უწყება, უარს აცხადებს, საკრებულოს წევრებს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს საშტატო ნუსხის შესახებ. ბრალდებებს “ბათუმის წყალში” უარყოფენ.

იურისტი შალვა ფხალაძე განმარტავს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციების ნაწილი კომპანიამ გასცა, რაც შეეხება პრემიების ოდენობას, დაფინანსებას და პერსონალურ მონაცემების, კომპანიას აქვს კანონიერი უფლება ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს

ამავე კატეგორიაში