გამოსაშვები გამოცდები სკოლებში

20 მაისი 2018, 00:00 1733 ნახვა

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. ბათუმის საჯარო და კერძო სკოლაში სულ 1814 მეთორმეტე კლასელია. დღეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება, დღესვე აბარებენ გამოცდას ის მოსწავლეები, რომელთაც ქართული მეორე ენად აქვთ არჩეული.

გამოსაშვები გამოცდა ხვალ უცხო ენებში, 22 და 23 მაისს კი ისტორიასა და მათემატიკაში ჩატარდება. პარალელურად მე-12 კლასელები გამოცდებს იმ საგნებშიც აბარებენ, რაშიც მე-11 კლასის საატესტატო გამოცდებში  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში