სოფელი ეფრატი თურქეთის მაჭახლის ხეობაში /ფოტოამბავი/

31 მაისი 2018, 00:00 7300 ნახვა

სოფელი ეფრატი თურქეთის მაჭახლის ხეობაში. ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალკომლიანი სოფელია.

იქ სადაც მეჩეთია ეფრატის ტაძარი იყო, რომელიც გადმოცემის თანახმად 1100-1200 წლებში ააგეს. ტერიტორის თურქეთის საზღვრებში მოხევის დროს ტაძარს სვიმონ ეფრატელი ხელმძღვანელობდა, რომელიც არ გამუსლიმანდა და შავშეთში წავიდა. ახლა აქ მოლას ხმა ისმის თუმცა წარსულ ისტორიას დღემდე ინახავენ და ამბობენ, რომ მეჩეთი ეკლესიის ქვებით აიგო.

სოფელში შემორჩენილი თამარ მეფის დროინდელი თაღოვანი ხიდები, რომელიც მდინარე ეფრატზე იყო გადგმული, მას შემდეგ რაც მდინარემ კალაპოტი იცვალა უფუნქციოდ დარჩა. ადგილობრივები ყრუ ხიდს ეძახიან.

ხეობაში მოქმედებს სასტუმრო ''დედაენა''. საუცხოო ხედებითა და მომსახურებით. ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება აქაც შეგიძლიათ.

დღემდე სარგებლობენ წყლის წისქვილებით. ხეობაში ყველა სოფელს საგვარეულო წისქვილი აქვს.

ხეობის ყველაზე მაღალი სოფელი ხერთვისია, რომელიც ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე მდებარეობს. ჯამილის ანუ ზემო მაჭახლის ხეობა იუნესკომ მსოფლ მემკვიდრეობად აღიარა და ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა. ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიას 50 ათასდე ვიზიტორი ჰყავს.

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში