''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების დაკავება

11 ივნისი 2018, 00:00 1824 ნახვა

ცოტა უფრო ადრე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს სამართალდამცველებმა, მიზეზად პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა სახელდება. ტერიტორიიდან გაიყვანეს პარლამენტარი ნიკა მელიაც, რომელიც შსს-ში გამართული ბრიფინგის თანახმად შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, რაც სამინისტროს ცნობით ადგილზე აღიკვეთა და ეს არ იყო დაკავება.

ოფიციალური ინფორმაციით დაკავებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრი, ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, რომელიც უკვე თავისუფალია ხელწერილის საფუძველზე. ამ საკითხზე იყო საუბარი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. სხდომამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში