საპროტესტო აქცია კირნათში

01 ივნისი 2018, 00:00 1518 ნახვა

კირნათისა და მარადიდის მცხოვრებლებმა “კირნათი-ჰესთან” საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დღეს ოფიციალური წერილი შეადგინეს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სახელზე.  

აქციის მონაწილეები ითხოვენ წერილობით შეთანხმებას „აჭარ-ენერჯი 2007“-თან. მათი განცხადებით, კომპანიისა და ხელისუფლების მხრიდან დღემდე მხოლოდ სიტყვიერი დაპირებები მიიღეს და დაუშვებელია მიწების გამოსყიდვამდე კერძო საკუთრების ხელყოფა. აქციის მონაწილეებმა წერილის ადრესატებს სამ-დღიანი ვადა მისცეს. მოსახლეობამ აქცია გუშინაც გამართა.

ადგილობრივების თქმით, კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია. ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამ დღეებში დასრულდება.

ამბობენ, რომ კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც კომპენსაციის გაცემამდე, წყალს საცდელად აღარ დააგუბებენ.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში