ნიაზ დიასამიძე და 33ა - მეზღვაურთა დღე კონცერტით დასრულდა

25 ივნისი 2018, 00:00 2593 ნახვა

დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. 25 ივნისი ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. საპატიო ჯილდო გადაეცა რამდენიმე კაპიტანს.

ამასთან ცნობილი გახდა რომ მალე შესაძლოა მემორანდუმი გაფორმდეს გერმანიასთან, რაც იმას ნიშნავს რომ ევროკავშირის 17 ქვეყანასთან ერთად, შესაძლოა მალე ქართველმა მეზღვაურებმა ცურვა გერმანიის დროშის ქვეშაც შეძლონ უპრობლემოდ.

საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება იყო ერთ-ერთი ერთი მთავარი წარმატება, რაც დასახელდა ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევად.

როგორც უკვე გითხარით მთელი დღეა ღონისძიებები მიმდინარეობს ქალაქში, დასკვნითი კი ფოიერვერკი იქნება. მანმადე კი კონცერტი მიმდინარეობს ევროპის მოედანზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში