მეუფე  იაკობის  სკანდალური განცხადება და  დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის პასუხი  

12 აგვისტო 2018, 00:00 1495 ნახვა

მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. ბოდბელი ეპისკოპოსი ქადაგებისას დეკანოზის ადვოკატების მხრიდან პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მოცილება უნდოდა.

მისივე თქმით, ამ „დაჯგუფების“ უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას. მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ „დაჯგუფება“ მასაც ებრძვის.მეუფე იაკობის განცხადებას, დეკანოზის ადვოკატი გამოეხმაურა. მიხეილ რამიშვილს აინტერესებს თუ ბოდბელ ეპისკოპოსს ციანიდის საქმეზე ინფორმაცია ჰქოდნა რატომ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან ბოდბელ ეპისკოპოსს ამერიკაში გაკეთებული განცხადებაც შეახსენა, როდესაც მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილის სანაცვლოდ საპატიმროს დატოვებას ჰპირდებოდა.

ამავე კატეგორიაში